გამოქვეყნების წესები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე

სამეცნიერო ჟურნალი „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე“ წარმოადგენს უნივერსიტეტის რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემას, რომლის პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში ორი ნომრით. მისი გამოცემით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარკვეული დროული ინტერვალის შემდეგ აგრძელებს პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების თვალსაზრისით არსებულ იმ დიდ ტრადიციას, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული და სხვადასხვა გარემოებათა გამო შეწყვეტილი.

ავტორთა საყურადღებოდ!

ჟურნალში დასაბეჭდი მასალები მიიღება ყოველი წლის 10 თებერვლიდან 31 მარტამდე და 10 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში ნაშრომთა გამოქვეყნებისა და დასაბეჭდად წარმოდგენის წესები

ჟურნალის რედკოლეგია ავტორების მიერ წარმოდგენილ სტატიებს სარეცენზიოდ გადასაგზავნად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტატია შეესაბამება ჟურნალის მოთხოვნებს. ასევე, რედკოლეგია უფლებას იტოვებს უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს რეცენზენტს.

რედაქციაში გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები იგზავნება რეცენზენტთან. რეცენზენტების ვინაობა ანონიმურია როგორც სტატიის გამოქვეყნების, ისე გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში.

ჟურნალში დასაბეჭდად ავტორებმა უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ახალი და მანამდე სხვაგან გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები.

ჟურნალის ერთ ნომერში ავტორს (ავტორებს) შესაძლებლობა ექნება გამოაქვეყნოს მხოლოდ ერთი სტატია.

რედაქციაში წარმოდგენილი უნდა იყოს სტატიის როგორც ელექტრონული ვერსია (დისკით), ისე ამობეჭდილი ვარიანტი ტექსტის ბოლოს ავტორის (ავტორთა) ხელმოწერით.

სტატიას თან უნდა დაერთოს ანოტაცია, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღინიშნული ნაშრომის უმთავრესი მეცნიერული სიახლე (არაუმეტეს 100 სიტყვისა), საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა) ქართულ ენაზე და ინგლისურენოვანი გაფართოებული რეფერატი, ძირითადი ტექსტის არანაკლებ 50%-ის მოცულობისა.

შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნდეს უცხოენოვანი სტატიაც. ასეთ შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ანოტაცია (არაუმეტეს 100 სიტყვისა), საკვანძო სიტყვები (3-5 სიტყვა) უცხო ენაზე და ქართულენოვანი გაფართოებული რეფერატი, ძირითადი ტექსტის არანაკლებ 50%-ის მოცულობისა.

დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატიების ინგლისურენოვან რეფერატს გამოსაქვეყნებლად ვიზირებას აძლევს ჟურნალის ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტორი.

ჟურნალის გამოსვლამდე ავტორი (ავტორები) ვალდებულია წაიკითხოს დასაბეჭდად საბოლოოდ გამზადებული მისი ნაშრომის ტექსტი და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა მის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნახაზების, ცხრილების, დიაგრამების, ფორმულებისა და სხვა სპეციფიკური ელემენტების არსებობის შემთხვევაში ავტორმა უნდა გადაამოწმოს მათი განთავსების სისწორე და სიზუსტე. ჟურნალის დაბეჭდვის შემდეგ ზემოთქმულთან დაკავშირებით ავტორთა პრეტენზიები არ განიხილება.

სტატიის მეცნიერულ, ენობრივ და სტილურ მხარეებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს (ავტორებს).

გამოსაქვეყნებელი მასალები წარმოდგენილ უნდა იქნას ჟურნალის მთავარ რედაქტორთან ან პასუხისმგებელ მდივანთან.

სტატიის გაფორმების წესი:

ავტორმა უნდა მიუთითოს სახელი (სრულად), გვარი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა. იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის თანაავტორი ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი არაა, მაშინ უნდა აღინიშნოს იმ სამეცნიერო დაწესებულების ზუსტი დასახელება, რომელსაც თანაავტორი წარმოადგენს. ავტორს (ავტორებს. მათ შორის სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებიდანაც) აუცილებლად უნდა მიეთითოს სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა და დეპარტამენტი, სადაც მუშაობს, ტელეფონი, ელ-ფოსტა).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ დამტკიცებული დებულების – «მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალის» საფუძველზე, ავტორმა დასაბეჭდად წარმოდგენილ ნაშრომს სტატიის თავში, ავტორისა და სათაურის ზემოთ, მარჯვენა ზედა კუთხეში, კონკრეტულად უნდა მიუთითოს: მეცნიერების ის მიმართულება, რომელსაც წარმოდგენილი ნაშრომი მიეკუთვნება, შემდეგ – დარგი, ბოლოს კი ქვედარგი. მაგალითად:

მიმართულება: ჰუმანიტარული მიმართულებანი. დარგი: ფილოლოგია. ქვედარგი: ქართული ლიტერატურის ისტორია.

ქართული ტექსტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7 კომპიუტერულ გვერდს. შრიფტი Sylfaen-ი, შრიფტის ზომა: ტექსტი - 12, სათაური – 14; ინტერვალი 1; A4; დაშორება -ზევიდან 4სმ.; ქვევიდან -3 სმ.; მარცხენა და მარჯვენა არეები - 4-4 სმ. Microsoft office - 2007 - rtf ფორმატით.

ავტორებს ევალებათ მკაცრად დაიცვან სამეცნიერო სტატიისათვის სავალდებულო სტრუქტურა (ანოტაცია, საკვანძო სიტყვები, შესავალი, საკითხის ისტორია ან სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, ექსპერიმენტული ხასიათის სტატიებში აუცილებელია აღიწეროს ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკა, დასკვნები და რეკომენდაციები, გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები).

საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულების ტექსტებისათვის, ასევე, სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

მათემატიკური ფორმულები აკრებილი უნდა იყოს პროგრამა equation- ში; დაშორება -ზევიდან 4 სმ.; ქვევიდან -3 სმ.; მარცხენა და მარჯვენა არეები - 4-4 სმ. PDF ფორმატით.

საინჟინრო მიმართულებით წარმოდგენილ სტატიებზე დაცულ უნდა იქნას შემდეგი ტექნიკური მოთხოვნები: 1. ტექსტში თავიდან უნდა იქნას აცილებული იშვიათად გამოყენებადი რთული სიმბოლოები, გამეორებები, ზედმეტი წვრილმანები, ცნობილი დებულებები, დიდი მოცულობის ცხრილები და ფორმულები. 2. ფორმულები უნდა აიკრიბოს Microsoft Equation 3.0 რედაქტორში. გაითვალისწინეთ, თუ ფორმულის ზომა მეტია 100 მმ, იგი საჭიროა გამარტივდეს ან დაიყოს რამდენიმე სტრიქონად. სასურველია არ იქნეს გამოყენებული მრავალდონიანი ინდექსები. 3. ნახაზები უნდა განთავსდეს ტექსტში ერთ-ერთი სტანდარტული ფორმატით (tif, jpg). ასევე შესაძლებელია Microsoft word-ში შესრულებული ნახაზების გამოყენება.

დაუშვებელია ნახაზის ნაწილის დაფარვა ნახაზის დამატებითი ელემენტებით და წარწერებით MS Word. 4. სტატიაში საჭიროა გამოყენებელ იქნას საყოველთაოდ ცნობილი შემოკლებები. სხვა შემოკლებული დასახელებები საჭიროა გაიშიფროს. გამოყენებული ფიზიკური სიდიდეების განზომილებები უნდა შეესაბამებოდეს ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემას.

გამოყენებული ლიტერატურის დამოწმების წესი:

ლიტერატურა ტექსტში მითითებული უნდა იყოს ფრჩხილებში (ქართულისა ქართულ ენაზე, უცხოურისა უცხოურ ენაზე) ავტორის გვარის, გამოცემის წლის, ორი წერტილისა და გვერდის აღნიშნვით (მაგალითად: კრამერი 1988: 156).

ტექსტში მითითებული ლიტერატურის დამოწმება უნდა მოხდეს სტატიის ბოლოს გამოყენების ინდექსის შესაბამისად და დალაგდეს ანბანურ რიგზე (ჯერ ქართულ, შემდეგ ინგლისურ, შემდეგ კი სხვა უცხო ენებზე) ქვემოთ მითითებული ფორმით:

წიგნი, რომელსაც ერთი ავტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

კრამერი 1988: კრამერი ს. ისტორია იწყება შუმერებიდან. თბილისი: გამომცემლობა „ნაკადული“, 1988.

წიგნი, რომელსაც ორი ან მეტი ავტორი ჰყავს:

ავტორების გვარები, ინიციალები. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

გორდეზიანი ... 1993: გორდეზიანი რ., თევზაძე გ., ნემსაძე მ., ჭელიძე ე. ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიიდან. თბილისი: გამომცემლობა „განათლება“, 1993.

წიგნი, რომელსაც რედაქტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). სათაური. გამოცემისადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

გაფრინდაშვილი 2005: გაფრინდაშვილი ლ. (რედაქტორი და შემდგენელი) გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა. თბილისი: კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის", 2005.

სტატია ან დამოუკიდებელი თავი წიგნიდან, რომელსაც ერთი ან რამდენიმე რედაქტორი ჰყავს:

ავტორის გვარი, ინიციალი. (გამოცემის თარიღი). სტატიის ან თავის სათაური.

წიგნში რედაქტორის გვარი, ინიციალი. (რედ.). წიგნის სათაური (გვერდები). გამოცემის ადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

მალარმე 2010: მალარმე ს. მუსიკისა და მწერლობის შესახებ. წიგნში ლიტერატურის თეორია, II. რატიანი ი., ლომიძე გ. (რედ-ები). თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010.

წიგნი, რომელსაც ავტორი ან რედაქტორი არა ჰყავს:

წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

სახარება 1915: წმინდა სახარება იესო ქრისტესი მატთესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. ტფილისი: გამოცემა ბრიტანეთისა და უცხო ქვეყნის ბიბლიურ საზოგადოებისა, 1915.

ლექსიკონი:

სათაური. (მერამდენე გამოცემაა). გამოცემის ადგილი: გამომცემელი, გამოცემის წელი.

ლექსიკონი 1989: უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მეორე შესწორებული და შევსებული გამოცემა. თბილისი: გამ. „განათლება“, 1989.

სტატია ჟურნალიდან:

ავტორის გვარი, ინიციალი. სტატიის სათაური. ჟურნალის სათაური, ტომის ნომერი, გამოცემის წელი. კიკნაძე 2006: კიკნაძე ზ. ცხოველთა ეპოსი. ჟ. სჯანი. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ყოველწლიური ლიტერატურულ–თეორიული სამეცნიერო ჟურნალი. 7. 2006.

მასალა ინტერნეტიდან:

ავტორის გვარი, ინიციალი. დოკუმენტის სათაური. ნაშრომის სათაური სრულად. ინტერნეტში პუბლიკაციის თარიღი. ნაშრომის ინტერნეტში მოძიების თარიღი და

საიტის მისამართი.

წიგნი:

მამარდაშვილი 2011: მამარდაშვილი მ. ცნობიერების ტოპოლოგია. განთავსებულია 2012. 03.16. მოძიებულია 10. 03. 2013. მის.: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/001088/

სტატია:

ბროდსკი 2008: ბროდსკი ი. ვერგილიუსი. არილი. Wednesday, January 30, 2008. მოძიებულია 10.03. 2013. მის.: http://arili2.blogspot.com/2008/01/blog-post_2176.html

მახარაშვილი 2010: მახარაშილი ე. ქართველი არისტიდე. გაზ. „24 საათი“. 25. 04. 2010. მოძიებულია 11. 03. 2010. მის.:

http:// 24saati.ge/index.php/category/culture/2010-04-25/5849


შენიშვნა: ერთი ავტორის ერთსა და იმავე წელს გამოცემული რამდენიმე წიგნის მითითებისას გამოიყენება ანბანური რიგი: მაგ. წერეთელი 1964ა: 167; წერეთელი 1964ბ: 300.