• # 1(5)

მანდარინ უნშიუს სხვადასხვა კლონის მსხმოიარობაში შესვლის ვადის, ზრდისა და პროდუქტიულობის თავისებურებები

მებაღეობის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით დიდ ინტერესს იწვევს ადრემსხმოი­ არე ჯიშები სუსტი ზრდითა და კომპაქტური ვარჯით. კვლევის შედეგად გამოვლენილია ადრემსხმოიარე, დაბალმოზარდი და მცირე მოცულობის ვარჯის მქონე, ვარჯის მოცულო­ბისა და ფართობის პროექციის ერთეულზე გადაანგარიშებით მაღალმოსავლიანი და მა­ღალპროდუქტიული მანდარინ უნშიუს კლონები.