• # 1(5)

მანდარინის ნაგალა ფორმების გამორჩევა ზრდა-განვითარების თავისებურებების მიხედვით

სტატიაში განხილულია მანდარინის ნაგალა ფორმების გამორჩევის შედეგები, ბიო-მორფოლოგიური და ფენოლოგიური ნიშნების მიხედვით. მანდარინი კოვანო-ვასე წარმოადგენს კვირტის ვარიაციის შედეგად მიღებულ მუტანტს, რომელიც მანდარინ უნშიუსგან განსხვადება ნაგალა ფორმებით. გამორჩევის მიზნით ჩვენს მიერ გამოყოფილი იქნა მანდარინ კოვანო-ვასეს 15 საინტერესო ფორმა და აღნიშნულ ნარგაობებში შევისწავლეთ მათი ზრდა განვითარების თავისებურებანი, ასევე ვაწარმოეთ დაკვირვებები და აღრიცხვები ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობაზე. კვლევის პროცესში გამორჩეული იქნა ნაგალა ფორმის კოვანო-ვასეს ფორმები #3, #6, #15, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან საკონტროლოდ აღებული მცენარისგან, ისეთი მაჩვენებლებით როგორიცაა: მცენარის სიმაღლე, ვარჯის დიამეტრი, ფენოლოგიური ფაზების ხანგრძლივობა, ნაყოფის საშუალო წონა და მოსავლიანობა