• # 1(3)

აგრარული მიმართულების განვითარების პერსპექტივები

სოციალურ-ეკონომიკურიგანვითარების ერთ-ერთ რეალურ საფუძველს აგრარული სექტორი წარმოადგენს. რეგიონებში დარგობრივი განვითარების მიმართულებები ნიადაგურ და ბიოკლიმატურ პირობებზე ორიენტირებული დღემდე არ არის. შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და ჰიბრიდული თესლები მხოლოდ ზარალის მომტანია. ბაზრების დაკარგვის გამო ქვეყანა აგრარული პროდუქციის ექსპორტიორიდან იმპორტიორად გადაიქცა. იგი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მიხედვით სასურსათო დეფიციტის საშიშროების წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობა უნდა გაძლიერდეს და დარჩეს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან დარგად. ამისათვის საჭიროა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, უმაღლესი, და პროფესიული განათლების კადრების მომზადება დარგობრივი მიმართულების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერიოდში სექტორის მდგრად განვითარებას. აგრარული მიწის ფონდის გამოყენების
ძირითადი მაჩვენებლების საფუძველზე მიმართულების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებისა და განვითარების პრიორიტეტების დადგენა კვლევის სიახლეა.