• # 1(3)

ახალი ფუნგიციდების გამოყენება ვაზის ჭრაქის (Plasmopara viticola) წინააღმდეგ

სტატიაში მოცემული მასალები ასახავს ვაზის ჭრაქის გამომწვევი სოკოს (Plasmopara viticola)-ას მავნეობას, იგი აავადებს ვაზის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ყლორტებს, ყვავილედებს და ნაყოფებს. უფრო სახიფათოა ჭრაქი, როდესაც, ყვავილედზე ჩნდება. ყვავილედი ნაზი ქსოვილისაგან შედგება და ადვილად ავადდება, ჯერ მთელი იფარება თეთრი ფიფქით, შემდგომ კი ყვავილები ხმება და ცვივა. ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ გამოყენებული გვქონდა, ბორდოს სითხის შემცვლელი ახალი პრეპარატები
(მელოდი დუო 0.25%, მიკალ-ფლეში 0.3%, პროფაილერი 0.3%, რიდონეტი მც-72 0.4%, უნივერსალი 0.3%, ლიდერი 0.2%, ანტრაკოლი 0.3%,) გამოცდილი პრეპარატებიდან მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა მიკალ-ფლეში, პროფაილერი, მელოდი-დუო, უნივერსალი და რიდონეტი მც-72. ამ პრეპარატებისგამოცდისას
ეტალონ ბორდოს ნარევთან შედარებით დაავადების გავრცელება მესამე აღრიცხვისას მცირდება 33 %-ით, ხოლო განვითარების სიძლიერე 24%-ით.