• # 2(6)

შიშის ძირითადი ფორმები ძველბერძნულ ტრაგედიაში

სტატიაში მიმოხილულია შიშის ის ძირითადი ფორმები, რომლებიც გვხვდება ბერძნულ ტრაგედიებში. შიშის ეს ძირითადი ფორმები კარგად ხსნის პერსონაჟთა ტიპოლოგიას პიროვნების სახასიათო ტიპებით, ქმნის გარკვეულ ხასიათს, ადგენს ამა თუ იმ ტიპის მიმართებას სიყვარულთან, აგრესიასთან, ცხოვრებისეულ წარსულთან და ფსიქოანალიზური კვლევის საშუალებას გვაძლევს. შიშის ფენომენის წვდომა, მისი წარმომავლობის დადგენა სამყაროს გაგების ურთულესი პროცესის უდიდესი ჰუმანური აქტია. შიშის ფენომენის წვდომაში ღირებული ხდება ადამიანის ცოდნა შიშის თაობაზე. ამაში კი, ვფიქრობთ, ბერძნული ტრაგედიების, შიშის კატეგორიების თვალსაზრისით, კვლევაც შეიტანს გარკვეულ როლს.