• # 1(3)

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“ – ქართველ ემიგრანტთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია

ქალაქ ნიუ-იორკში გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გამომავალ ქართულ პერიოდულ
ორგანოებზე: საინფორმაციო ბიულეტენ „ცნობის ფურცელზე“ და გაზეთ “ჩვენს გზასა“
და სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, ნაშრომში წარმოჩენილია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ ემიგრანტთა მიერ 1952 წელს დაარსებული
და 60-იან წლებამდე მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციის - “საქარ­
თველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს” ისტორიის ნაკლებად ცნობილი
მხარეები.