• # 1(3)

ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სტამ­ბო­ლუ­რი პე­რი­ო­დი

ნაშ­რომ­ში შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნა­თა კონ­ტექ­სტში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-30-ი­ა­ნი წლე­ბის ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ერ­თ-ერ­თი ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის - ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლის სტამ­ბო­ლუ­რი პე­რი­ო­დის შე­მოქ­მე­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მწე­რა­ლი სტამ­ბოლ­ში ხან­მოკ­ლე დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში (1922 წლის მა­ის­-ნო­ემ­ბერ­ში) იმ­ყო­ფე­ბო­და, მი­სი ცხოვ­რე­ბის ეს პე­რი­ო­დი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით უაღ­რე­სად ნა­ყო­ფი­ერ ხა­ნას წარ­მო­ად­გენ­და. კერ­ძოდ, სტამ­ბო­ლის ქარ­თულ კა­თო­ლი­კურ სა­ვა­ნეს­თან არ­სე­ბულ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში სწო­რედ იმ­ხა­ნად გა­მოს­ცა მან თა­ვი­სი ლექ­სე­ბის მე­ო­რე წიგ­ნი - “შა­ვი ვარ­სკვლა­ვი” და და­წე­რა დღემ­დე მწვა­ვე დის­კუ­სი­ის საგ­ნად ქცე­უ­ლი წე­რი­ლი “ფიქ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე,” რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი ერის მი­ერ შექ­მნი­ლი სუ­ლი­ე­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა პო­ლე­მი­კუ­რი თვალ­თა­ხედ­ვი­თაა გან­ხი­ლუ­ლი და შე­ფა­სე­ბუ­ლი.