• # 1(3)

სიზ­მრის ინ­ტერ­პრე­ტა­ცია ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რე­ბის კონ­ტექ­სტში

სტა­ტი­ა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი­ა, თუ რა ფუნ­ქცია ეკის­რე­ბა სიზ­მარს, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რულ ხერხს ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რე­ბის კონ­ტექ­სტში. ან­ტი­კურ მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში სიზ­მა­რი გვხვდე­ბა ყვე­ლა ძი­რი­თად ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟან­რში და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იგი და­მუ­შავ­და ჟან­რის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეპოს­ში სიზ­მა­რი ძალ­ზედ ტე­ვა­დი,მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა. თით­ქმის ყვე­ლა ეპი­კოს მწე­რა­ლი იყე­ნებს სიზ­მარს თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში; სიზ­მა­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ავ­ტო­რის, მი­სი ეპო­ქის სტილ­სა და გან­წყო­ბას. ლი­რი­კულ პო­ე­ზი­ა­ში ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სიზ­მა­რი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო პო­პუ­ლა­რუ­ლი. დრა­მა­ში გა­მო­იკ­ვე­თა სიზ­მრის ორ­გვა­რი–­ტრა­გი­კუ­ლი და კო­მი­კუ­რი აღ­ქმა. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტრა­გე­დი­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ვნე­ბა­თა ღელ­ვა­სა და პერ­სო­ნა­ჟის ტან­ჯვის თა­ნა­ზი­ა­რე­ბას­თან, ხო­ლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, კო­მი­კუ­რი კო­ლი­ზი­ე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ელე­მენ­ტებ­თან. ან­ტი­კურ­მა პრო­ზამ კი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სიზ­მრის მე­ტა­მორ­ფო­ზე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნე შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. აქ შე­იმ­ჩნე­ვა სიზ­მრის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, ისე მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გაზ­რდი­ლი რო­ლის მი­ნი­ჭე­ბა.