• # 1(3)

აქი­ლევს ტა­ტი­ო­სის ნა­რა­ტი­ვის კომ­პო­ზი­ცი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტის შე­სა­ხებ

სტა­ტია ეხე­ბა აქი­ლევს ტა­ტი­ო­სის რო­მა­ნის ,,ამ­ბა­ვი ლევ­კი­პე­სა და კლი­ტო­ფონ­ზე’’ კომ­პო­ზი­ცი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. რო­მა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლია კონ­ცეფ­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად არა­ზუს­ტი­ა, შორს დგას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­გან. აქი­ლევს ტა­ტი­ო­სის პრო­ზის კომ­პო­ზი­ცი­ურ არ­ქი­ტექ­ტო­ნი­კა­ზე და სი­უ­ჟე­ტურ კო­ლი­ზი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას. ერ­თ-ერ­თი მი­სი ჟან­რობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კა­ა. რო­მა­ნი იმ პე­რი­ოდ­ში და­ი­წე­რა, რო­მე­ლიც ,,მე­ო­რე სო­ფის­ტი­კის’’ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. მო­ცე­მუ­ლი რო­მა­ნის სტრუქ­ტუ­რა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა პლა­ტო­ნის შრო­მებ­მა ,,ფედ­რო­სი’’ და ,,სიმ­პო­სი­ო­ნი’’, თუმ­ცა, ეს რო­მა­ნი არ წარ­მო­ად­გენს პლა­ტო­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ანა­ლოგს. რო­მა­ნი არის პლა­ტო­ნი­სე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბის იმი­ტა­ცია და ამ იმი­ტა­ცი­ას პა­რო­დი­უ­ლი კო­ნო­ტა­ცია გა­აჩ­ნი­ა. ავ­ტო­რი ცვლის კონ­ვენ­ცი­უ­რი პრო­ზის დე­ტა­ლებს და გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ას აძ­ლევს სიმ­ბო­ლო­ებს, პერ­სო­ნა­ჟებს. კომ­პლექ­სუ­რი სტრუქ­ტუ­რა, უამ­რა­ვი მეც­ნი­ე­რუ­ლი დიგ­რე­სი­ა, შე­უ­სა­ბა­მო­ბა, გა­მიზ­ნუ­ლი ეკ­ლექ­ტიზ­მი, კომ­პო­ზი­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა რამ­დე­ნად­მე გან­საზ­ღვრავ­და მის მნიშ­ვნე­ლო­ბას ძველ­ბერ­ძნულ მხატ­ვრულ პრო­ზა­ში.