• # 1(3)

„დრო გარ­ბის. ახ­ლაც კი, რო­ცა მე თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით“ (პერ­სი­უ­სი Persius)

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ გარ­და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი რო­მა­ე­ლი ავ­ტო­რე­ბი­სა, იყ­ვნენ შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც დღემ­დე ცო­ტა, ან სა­ერ­თოდ არ და­წე­რი­ლა, არა­და მათ გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ვიქ­მნათ რო­მა­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ერ­თ–ერ­თი მათ­გა­ნია პერ­სი­უ­სი. გან­ხი­ლუ­ლია დღემ­დე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი და შეს­წავ­ლი­ლი რო­მა­ე­ლი სა­ტი­რი­კო­სის, პერ­სი­უ­სის ბი­ოგ­რა­ფი­ის დე­ტა­ლე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბა, სა­უ­ბა­რია მის წი­ნაპ­რებ­სა და მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, ავ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­თაც პერ­სი­უ­სი ბა­ძავ­და და რომ­ლე­ბიც მას ბა­ძავ­დნენ; გა­კე­თე­ბუ­ლია პერ­სი­უ­სის სა­ტი­რე­ბის მხატ­ვრუ­ლი ანა­ლი­ზი, მო­ტა­ნი­ლია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, ჯერ კი­დევ უთარ­გმნე­ლი ცი­ტა­ტე­ბი მი­სი სა­ტი­რე­ბი­დან.