• # 1(5)

ძირითად საშუალებათა მოძრაობის აუდიტორული შემოწმება

სტატიაში განხილულია ძირითადი საშუალებების აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი საკითხები. ძირითადი საშუალებების აუდიტით დგინდება ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში საწარმოს შესაბამისი აქტივების ჩართვის სისწორე და მათი შეძენის, ცვეთის, ექსპლოატაციიდან გასვლის სწორად ასახვა. გაანალიზებულია დადგენილი წესით ხდება თუ არა უვარგისი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა და ამ შემთხვევაში სრულყოფილად არის თუ არა ჩამოწერის აქტები შედგენილი
საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ: ხომ არა არის ძირითადი საშუალებების დაშლისა და დემონტაჟის შემთხვევები ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე, რამდენად სწორად ხდება ძირითადი საშუალებების, ან ძირითადი საშუალებების ცალკეული ობიექტების დაშლიდან მიღებული და ცალკეული მასალების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საწარმოს განკარგულებაში დატოვება და როგორია ამ მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის მდგომარეობა.