• # 2(6)

აჯამეთის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნება

აჯამეთის აღკვეთილი მეტად საინტერესო სარეკრეაციო ობიექტია ქალაქგარეთ ქუთაისელი მაცხოვრებლების დასვენებისათვის. ამისათვის მას ყველა პირობა გააჩნია. იგი მეტად მრავალფეროვანია და ამასთან საინტერესო განსხვავებული სახეობის კორომებით, ტყის ტიპებით და წითელ ნუსხაში შეტანილი ფლორის და ფაუნის სახეობებით. აღკვეთილის მდებარეობიდან გამომდინარე და ლანდშაფტებში შესაბამისი ცვლილებების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ჩაყენება ხალხის კომფორტული დასვენების სამსახურში. საჭიროა მხოლოდ სწორი ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასება, საინტერესო კუთხეების და დასვენების ზონების მოძიება, რის საფუძველზეც შეიქმნება სათანადო საპროექტო ვერსია.