• # 2(6)

„ექსპერიმენტული პედაგოგიკის“ საკითხები ვილჰელმ ლაის პედაგოგიკურ ნააზრევში

მე-19 საუკუნის ბოლოდან ექსპერიმენტი ბუნებისმეტყველებიდან გავრცელდა მეცნიერების თითქმის ყველა დარგზე და, მათ შორის, ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგიიდან იგი გადავიდა პედაგოგიკაში. პედაგოგიკაში ექსპერიმენტის, როგორც კვლევის მეთოდის, ერთ-ერთი აქტიური დამფუძნებელი იყო გერმანელი პედაგოგი პროფ. ვილჰელმ ლაი (1862-1926). ლაის აზრით, ექსპერიმენტულ პედაგოგიკას სწავლებისა და აღზრდის საკითხები უნდა გადაეწყვიტა ბიოლოგიური და სოციოლოგიური მეცნიერებების კანონებისა და ნორმების საფუძველზე ცდის მეშვეობით, სტატისტიკისა და სისტემატური დაკვირვების დახმარებით. მას მიაჩნდა, რომ ძნელია ზღვარი იქნა გავლებული პედაგოგიკურსა და ექსპერიმენტულ–პედაგოგიკურ გამოკვლევებს შორის. ერთიცა და მეორეც დაფუძნებულია ექსპერიმენტზე და ეხება განვითარების პროცესში მყოფ ნორჩ ადამიანს, ბავშვს, მოსწავლეს. პედოლოგიური გამოკვლევა, ვ.ლაის აზრით, ეყრდნობა თეორიულ თვალსაზრისს, ხოლო „ექსპერიმენტული პედაგოგიკა“ ითვალისწინებს სწავლებისა და აღზრდის პრაქტიკულ საკითხებს.