• # 2(6)

საწარმოო ნარჩენებისაგან ბოჭკოს წარმომქმნელი მინის მიღება და თვისებების კვლევა

ნაშრომში შემოთავაზებულია მეცნიერული -ტექნიკური სიახლე მეტალურგიული, და ქიმიური ქარხნების მყარი ნარჩენების და მაკორექტირებელი დანამატის გამოყენებით ახალი სახისა და თვისებების ბოჭკოს მაფორმირებელი სხვადასხვა ინდექსის (შემადგენლობის) მინების მიღება, მათი თვისებების კვლევა. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული და მიმდინარე სამეცნიერო-ტექნიკური კვლევები მიგვითითებენ ისეთი ნედლეულის და რეცეპტურის ძიების აქტუალობაზე, რომელიც მიანიჭებს ბოჭკოს მაღალ ტექნოლოგიურ, ფიზიკურ-მექანიკურ, თერმო და აგრესიული გარემოსადმი მდგრადობის თვისებებს. ჩვენს მიერ შერჩეული ბოჭკოს მაფორმირებელი ნედლეული და გამომუშავებული მინები ბუნებრივად შეიცავს აღნიშნული თვისებების მიმნიჭებელ რეაგენტებს. უმნიშნელოვანესია, რომ სწორად იქნეს შერჩეული მათი რეცეპტურა. გამომუშავებულია 21 ინდექსის მინა. მომდევნო ეტაპზე მოხდება ოპტიმალური შემადგენლობის კვლევა და მათგან ახალი სახის ბოჭკოს გამომუშავება.