• # 2(6)

ქალის ტანსაცმლის კონსტრუქციული პარამეტრების განსაზღვრის ანალიზი კონსტრუირების სხვადასხვა მეთოდის მიხედვით

სტატიაში განხილულია კონსტრუირების სხვადასხვა მეთოდების მიხედვით დადგენილი ქალის ტანსაცმლის კონსტრუქციული პარამეტრების ურთერთშედარება და ანალიზი ქართველი ქალის ფიგურისათვის ოპტიმალური ვარიანტის გამოვლენის თვალსაზრისით. ანალიზი ჩატარებულია კონსტრუირების გერმანული, ფრანგული, სამკერვალო მრეწველობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ცენტრალური საცდელ-ტექნიკური სამკერვალო ლაბორატორიის, მოსკოვის დიზაინისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსა და სამხრეთ რუსეთის ეკონომიკისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტისმეთოდიკების განხილვის საფუძველზე. ანალიზის საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ განხილული მეთოდიკების მიხედვით განსაზღვრული პარამეტრები არაა ორიენტირებული ქართველი მოსახლეობის ზომით ტიპოლოგიასა და ზომით სტანდარტებზე, რაც იმას ნიშნავს,რომაუცილებელია საქართველოს მოსახლეობის (ქალების) ფიგურის ანთროპომორფოლოგიური თავისებურებების განსაზღვრა და მათი გათვალისწინებით ტანსაცმლის კონსტრუირების რაციონალური პარამეტრების შემდგომი შემუშავებით.