• # 2(6)

ახალი ტექნოლოგიით კომბინირებული აბრეშუმის ნართის ფორმირების კვლევა

აბრეშუმის საქსოვ წარმოებაში ქსელისა და მისაქსელის ძაფებისათვის ფართო გამოყენება აქვს ნატურალური აბრეშუმის ნართს (ბურდესუას), რომლის მისაღებად გამოყენებულია ის ნარჩენები, რომლებიც წარმოიშვება სოფლის მეურნეობაში, მეაბრეშუმოებაში, ძაფსაღებ და საგრეხ წარმოებაში და ასევე აბრეშუმის ქსოვაში. აბრეშუმის ნართის ქსოვისათვის მომზადების არსებული წესი არის წყვეტილი შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი, რაც წინამორბედია შრომისა და დაზგა-დანადგარების დაბალი ნაყოფიერებისა სართავ და საქსოვ წარმოებებში. საკვლევი სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის საჭიროა: 1. რგოლებიანი სართავი მანქანის П-66 რეკონსტრუქცია, რაც შესაძლებელს გახდის რამოდენიმე ტექნოლოგიური გადასვლის ერთ ოპერაციად შესრულებას. 2. ჯვარედინი სახვევი მანქანის M-150-1-ის რეკონსტრუქცია, რაც ხელს შეუწყობს ოთხი ტექნოლოგიური პროცესის ერთ ოპერაციად განხორციელებას. 3. 4 ან 5 სხვადასხვა ვარიანტის აბრეშუმის კომბინირებული ნართის მიღება და ამდენივე ვარიანტის სხვადასხვა დანიშნულების ქსოვილების გამომუშავება საქსოვ დაზგებზე. აღნიშნული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბრეშუმის სართავი და საქსოვი წარმოების დაზგა - დანადგარების ნაყოფიერებას, გააფართოებს გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტს და შეამცირებს მათ თვითღირებულებას.