• # 2(6)

სამკურნალო მცენარეების ჰიდროფილური ექსტრაქტების კომპოზიცია

ნაშრომში წარმოდგენილია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ფაქტორების მიმოხილვა და მისი პროფილაქტიკისათვის საქართველოში გავრცელებული და ხელმისაწვდომი საკვები და სამკურნალწამლო მცენარეების ბაზაზე კომპლექსური მცენარეული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების შემუშავება, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსს ბუნებრივი კომპოზიციით და ხასიათდება დამზოგი და ნაზი მოქმედებით. ასევე, ერთდროულად გააჩნია როგორც მატონიზირებელი, ისე ანთების საწინააღმდეგო და ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი თვისებები.