• # 2(6)

ზოლურად მოხნულში ბოსტნეული კულტურების მოყვანის ინდუსტრიული ტექნოლოგია

ზოლურად მოხნულში ბოსტნეული კულტურების მოყვანის ინდუსტრიული ტექნოლოგია გულისხმობს კომბინირებული მანქანით ერთმწკრივა პუნქტირულ თესვას, ზოლებსშორისი სიგანით 45...70 სმ; ჰერბიციდების შეტანას, როგორც მოხნილ ზოლებში, ასევე დაუმუშავებელ რიგთაშორისებში; ერთდროულად სარწყავი მინი კვლებისა და ღარების გაჭრას, მათში ფხვიერი ან თხევადი კომბინირებული სასუქების დოზირებულად შეტანას. ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში სარეველებთან საბრძოლველად ისეთი მუშა ორგანოებისა და იარაღების კომპლექტის გამოყენებას, როგორიცაა სამარგლი როტორები, ნემსისებური სამარგლი დისკოები, საკვალავი–კულტივატორი, გაზრდილი ტევადობის ორღერძიანი მისაბმელი პლატფორმა სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადასაზიდად. მანქანით I კულტივაცია სრულდება თესლის აღმოცენებამდე, ხოლო II და III კულტივაცია აღმოცემების შემდეგ.