• # 2(6)

წყლის ნაკადების დინამიკური მახასიათებლების რიცხვითი მოდელირება “ბრტყელი“ წყალსაცავებისათვის

ნაშრომი ეხება შიდა წყალსაცავების დინამიკის მათემატიკურ მოდელირებას. მასში შემოთავაზებულია ორგანზომილებიანი რიცხვითი მოდელი, რომელსაც საფუძვლად უდევს წყლის მოძრაობისა და უწყვეტობის განტოლებების ვერტიკალის მიხედვით ინტეგრებით მიღებული სისტემა. ამოცანის ამოხსნა ხორციელდება სასრულ-სხვაობიანი მეთოდების გამოყენებით. მიღებული ალგორითმის აპრობაციისათვის ჩატარებულია რიცხვითი ექსპერიმენტები საკმაოდ რთული რელიეფის მქონე მოდელური არისათვის.