• # 2(6)

საქართველოს მაიკოპის სერიის კაჟიანი ქანების სედიმენტოგენეზის გეოქიმია

საქართველოს ტერიტორიაზე, მაიკოპის სერიის ფუძეში, გავრცელებულია კაჟიანი ქანები, რომლებიც ფონური ნალექდაგროვების ფაციესური პირობებისათვის ანომალურ წარმონაქმნებს წარმოადგენს. კაჟიანი ქანების სედიმენტაციის აუზში კაჟმიწა ძირითადად ჰიდროთერმებსა და ეკსგალაციებს შემოჰქონდათ, რომელთა მომყვან არხებს სიღრმისეული რღვევები წარმოადგენდა. შემოტანილი კაჟმიწის სიუხვემ სტიმული მისცა კაჟიანი ფაუნის უხვ გავრცელებას და კაჟმიწა ილექებოდა როგორც ქემოგენურად, ასევე ბიოგენურად. კაჟიან ქანებში პიროკლატური მასალის მცირე შემცველობის გამო მისი ჰალმიროლიზის შედეგად გამოთავისუფლებული კაჟმიწის წილი კაჟიანი ქანების შენებაში უმნიშვნელოა.