• # 2(6)

ქართველი ქალის ისტორიული როლის რეცეფცია თამარ და აკაკი პაპავების ლიტერატურულ მემკვიდრეობაში

XX საუკუნის ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა - თამარ და აკაკი პაპავებმა თავიანთ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში („დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“,„დარეჯან დედოფალი“, „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“...) დიდი ადგილი დაუთმეს საქართველოს ისტორიაში ქალის როლის გააზრებას. ამ თვალსაზრისით, განსჯის საგნად XIX საუკუნის რეალიებია ქცეული. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველმა დედოფლებმა, ბაგრატიონთა დინასტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შეძლეს რუსეთის იმპერიისათვის ღირსეული, შეუპოვარი წინააღმდეგობა გაეწიათ წინასწარვე დასამარცხებლად განწირულ ბრძოლაში.