• # 2(8)

სერგო კლდიაშვილის ლიტერატურული ზღაპრის მხატვრული თავისებურებისათვის

სერგო კლდიაშვილი ქართული მოდერნისტული დაჯგუფების „ცისფერი ყანწების“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში არაერთი საგულისხმო ტენდენცია ვლინდება და ზედმიწევნით აჩვენებს მწერლის ოსტატობას, მდიდარ წარმოსახვას, ეპოქას, როდესაც ისინი დაიწერა. სტატიაში გაანალიზებულია მწერლის ლიტერატურული ზღაპრები. მართალია, კლდიაშვილს სულ ორი ზღაპარი აქვს დაწერილი, მაგრამ ჟანრობრივი თავისებურებების გამოვლენის თვალსაზრისით უაღრესად საგულისხმოა. ავტორი მთლიანად დასცილდა ხალხურ ტრადიციას, ფოლკლორული ტექსტებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და შექმნა განსხვავებული თხზულებები, რომლებშიც შეინარჩუნა ყველა ზღაპრისათვის რელევანტური ელემენტი - სასწაული, ჯადო.გარდა ამისა, მათში გამოვლინდა სხვა საყურადღებო თავისებურებებიც, რის გამოც მწერლის შემოქმედება მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.