• # 2(8)

ნახევარსიბრტყეში დრეკადნარევთა თეორიის სტატიკის ზოგიერთი ძირითადი სასაზღვრო ამოცანის ამოხსნის შესახებ

ნაშრომში ნახევარი სიბრტყის შემთხვევაში დრეკადნარევთა წრფივი თეორიის სტატიკის ერთგვაროვანი განტოლებისათვის განიხილება კლასიკური დერკადობის ბრტყელი თეორიის სტატიკის მესამე და მეოთხე სასაზღვრო ამოცანების ანალოგიური ამოცანები. დამტკიცებულია ერთადერთობის თეორემები, ამასთან, კოლოსოვ-მუსხელიშვილის ანალოგიური ფორმულების გამოყენებით აღნიშნული ამოცანების ამონახსნები მოცემულია კვადრატურებში.