• # 2(8)

საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები, დიაგნოსტიკა, მკურნალობისა და პრევენციის მეთოდები

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ადამიანის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ყველა ავთვისებიან სიმსივნეთა შორის აღინიშნება საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადების მაღალი მაჩვენებელი. გამოიყოფა საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი ძირირთადი ტიპი: ბრტყელუჯრედოვანი (გარქავებითა და გარქავების გარეშე) და ადენოკარცინომა. ავადდებიან ძალიან ხშირად 48-55 წლის ასაკის ქალები. დაავადებას ახასიათებს საფეხურეობრივი განვითარება. დაავადების მიმდინარეობაში აღინიშნება 4 სტადია, დიაგნოზის დადასტურება ხდება საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური და ბიოფსიური მასალის პათომორფოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა მიმდინარეობს ოპერაციული, სხივური და ქიმიოთერაპიული მეთოდებით. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინებით და შესაბამისი ადექვატური მკურნალობის ჩატარებით პაციენტთა გამოჯანსაღების შანსი მაღალია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული მეთოდების ჩატარებას.