• # 9

„ოცხანური საფერედან“ წარმოებული წითელი სპეციალური ღვინის ანტოციანური გლიკოზიდების გამოკვლევა

მომხმარებელთა მაღალი ინტერესი წითელი ნატურალური და სპეციალური ღვინოების მიმართ მათში ბიოფლავანოიდური ნაერთების მაღალი შემცველობის გამო
ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი კვლევის მიზანი იმერეთის მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონაში კულტივირებული „ოცხანური საფერეს“ ფერადი ყურძნის ნედლეულიდან წარმოებული სპეციალური ღვინის ანტოციანური გლუკოზიდების გამოკვლევა შეადგენდა. როგორც ჩატარებული კვლევიდან ჩანს „ოცხანური საფერეს“ წითელი ღვინო ანტოციანებს შეიცავს 410,87 მგ/დმ3, რომელთა 72,13% წარმოდგენილია მონოგლუკოზიდებით და სადაც ყველაზე მეტი რაოდენობრივი შემცველობა აქვს მალვიდინს (სურ.2; ცხრილი) ღვინო 13,40%-ს შეიცავს დიგლუკოციდურ ფორმებს ანუ 64,37 ნგ/დმ3. ანტოციანების საერთო რაოდენობის 2,26%-ს ანუ 9,05 მგ/დმ3-ს შეადგენს მალვიდოლის დიგლუკოზიდი. მისი შემცველობა ევროპული სტანდარტით დასაშვებია 15 მგ/დმ3-მდე წითელ ღვინოებში.