• # 9

„ოცხანური საფერეს“ ყურძნის წიპწის ბან-ისექსტრაქციის კანონზომიერების შესწავლა

ნაშრომში გამოკვლეულია იმერეთის რეგიონში კულტივირებული ვაზის ფერადი ჯიშის „ოცხანური საფერეს“ ყურძნის წიპწის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ექსტრაქციის კანონზომიერების დინამიკა და მათი გამოყენების პერსპექტივები ძლიერი ანტოქსიდანტური, პოლიფენოლური კონცენტრატების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების პროცესში. ჩატარებული კვლევა საშუალებას გავაძლევს დავასკვნათ, რომ ყურძნის წიპწიდან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ექსტრაქციის დინამიკა სხვადასხვა დროსა და პირობებში კორელაციურ კავშირშია ექსტრაქციის პროცესის თანმხლებ და მკვეთრად ცვალებად თბო-ფიზიკურ მახასიათებლებთან.