ჩამოტვირთვა

კომბინირებული და ფასონური ნართის წარმოების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივა ქიმიური ბოჭკოვანი მასალების გამოყენებით

კომბინირებული ნართის წარმოების ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა, წარმოებისას ცარიელ თითისტარებიანი ერთპროცესიანი მანქანების, პნევმომექანიკური დანადგარებით აღჭურვილი თვითმგრეხი მანქანების და ორიგინალური არმირებული მანქანების გამოყენება. ზემოთ ჩამოთვლილი მანქანების სერიული გამოშვება ბევრ დროსა და ხარჯს მოითხოვს, ამიტომაც კომბინირებული და ფასონური ნართის წარმოების მოცულობის გაზრდა დღესდღეობით შესაძლებელია სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შედეგებზე დაყრდობით მანქანების ПК-100 და КОФ-100 მოდერნიზაციის გზით. აუცილებელია მუშაობის გაგრძელება არა მხოლოდ არსებული ტექნოლოგიისა და კომბინირებული თუ ფასონური არაერთგვაროვანი ნართის წარმოების სრულყოფაზე, არამედ ნართის მიღების ახალი პროგრესული საშუალებებისა და დანადგარების გამომუშავება: ფორმირების პროცესში (ბიკომპონენტური და პროფილური ნართები) ქიმიური ნართისთვის ფასონური ეფექტის მინიჭება, ტექსტურირების შეთავსება ფასონური ეფექტის მინიჭებასთან და ა.შ.

მაყვალა გოგოლაძე, ნანული აბესაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება