ჩამოტვირთვა

სიმინდისაგან ბიოეთანოლის მიღება და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში

სტატიაში განხილული და დასაბუთებულია ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ბიოსაწვავების გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივა. ნედლეულად სიმინდის გამოყენება და მისგან სველი დაფქვის ტექნოლოგიის გამოყენებით ბიოეთანოლის მიღება. ეთილირებულ ბენზინში არსებული ტეტრაეთილტყვიის ჩანაცვლება ბიოეთანოლით, რომელიც ტყვიის შენაერთებისაგან განსხვავებით არატოქსიკურია და არ აუარესებს ნამუშევარი აირების კატალიზური ნეიტრალიზატორების მუშაობას. ამ მინარევის 5%-მდე დამატება იწვევს ბენზინში ოქტანური რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას და შესაბამისად წვის პროცესის გაუმჯობესებას. ე.ი. ვახდენთ მაღალტოქსილური ტყვიის ჩანაცვლებას არატოქსიკური ბიოეთანოლით.

ვლადიმერ გვეტაძე, გიორგი ფურცხვანიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება