ჩამოტვირთვა

შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლის მონაკვეთის ეროზიისაგან დაცვა წყალქვეშა გეოტუბების გამოყენებით

ნაშრომში დასაბუთებულია შავი ზღვის ქალაქ ფოთის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვისათვის წყალქვეშა ტალღმტეხებად გეოტუბების გამოყენების ეკონომიკური და ეკოლოგიური უპირატესობა სხვა არსებულ მეთოდებთან შედარებით. არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შერჩეულია ფოთის სანაპირო ზოლისათვის წყალქვეშა გეოტუბზე გადავლებისას ტალღების ტრანსფორმაციის კოეფიციენტის საანგარიშო ფორმულა. ერთი ტალღმტეხის შემთხვევაში ნაპირის რეაქციის განსაზღვრის მიზნით დადგენილია გეოტუბის სიგრძისა და განთავსების ადგილიდან ნაპირამდე დაშორების მაძილის საანგარიშო ფორმულები. ნაპირის რეაქციის ტიპის განსაზღვრისათვის ჩატარებულია დამატებითი ანალიზი და გაანგარიშებულია 400 მეტრი სანაპირო ზოლის დაცვისათვის საჭირო გეოტუბის სიგრძე და ნაპირიდან დაშორება. მიღებულია, რომ როცა da ნაპირთან მიიღება ქვიშის შვერილი (სალიენტი), ეროზიისაგან დაცული იქნება სანაპირო ზოლის 400 მეტრიანი მონაკვეთი.

ივანე საღინაძე, ამირან ბრეგვაძე, ზაზა გამეზარდაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება