ჩამოტვირთვა

გარემოსდაცვითი განათლების საწყისები მდგრადი მომავლისათვის

ნაშრომში გაანალიზებულია, როგორ უნდა განხორციელდეს ისტორიული წარსულისა და თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემატიკის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკოლოგიური ეთიკა გარემოსდაცვითი განათლების მეშვეობით. ანტიკურ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით ნაჩვენებია ანტიკური განათლების ბუნებისმეტყველებითი სფეროს ძირითადი კონცეფცია, პრინციპები და ყველა ცალკეულ შემთხვევაში ამ პრინციპების თანამედროვეობასთან მიმართება. წინამდებარე ნაშრომში აქცენტი კეთდება არა ზოგადად ანტიკური ეპოქის განათლების სისტემაზე, არამედ მის წარმოდგენაზე გარემოსდაცვით ლიტერატურულ წყაროებში, გაცემულია პასუხი შეკითხვაზე, რა ფასეულობები არსებობდა ბუნებისმეტყველების მიმართულებით ადრეულ სამყაროში და რა საერთო აქვთ მათ თანამედროვე გარემოსდაცვით განათლებასთან, ასევე, ჩამოყალიბებულია პრიორიტეტები, რომლებიც მოგვიანებით გამოიკვეთა განათლების სფეროში ეკოლოგიური განათლების მიმართულებით.

შორენა ტყემალაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება