ჩამოტვირთვა

გამარტივებული წარმოების თავისებურება

ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის საწყისებზე, ამასთან გამარტივებულია დავების განხილვის პროცედურა, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას და დარღვეული უფლებების დროულად აღდგენას. M1997 წლის 14 ნოემბერს მიღებულ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ახლებურად ჩამოყალიბდა სამოქალაქო წარმოების სახეები, კერძოდ, სასარჩელო და უდავო წარმოების გვერდით ადგილი დაიმკვიდრა გამარტივებულმა წარმოებამ, რომელიც არსებითად განსხვავდება წარმოების სხვა სახეებისაგან, წარმოადგენს სიახლეს და შესაბამისად თეორიული თვალსაზრისით შესწავლას საჭიროებს. სტატიაში გადმოცემულია გამარტივებული წარმოების თავისებურებები, მისი განსხვავება სასარჩელო და უდავო წარმოებისაგან. საუბარია ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელების გზით გაფართოვდეს გამარტივებული წარმოებით განსახილველი საქმეები და შესაძლებელი გახდეს ისეთი მოთხოვნების გამარტივებული წარმოების წესით განხილვა, რომლებიც ძირითადად მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებზეა აგებული, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

რობიზონ ხურცილავა

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება