ჩამოტვირთვა

ქსოვილოვანი ინჟინერია. ადამიანის ორგანოების რეკონსტრუქციის შესაძლებლობები

ნაშრომი ეხება ქსოვილოვანი ინჟინერიის საკითხებს, რომელიც მოწოდებულია შექმნას ქსოვილებისა და ორგანოების ბიოლოგიური ჩამნაცვლებლები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა აღდგენილი, რეკონსტრურებული იქნას დაკარგული ან დაზიანებული ორგანოები და მისი ნაწილები. განხილულია დაზიანებული ქსოვილების რეკონსტრუირების თანამედროვე მეთოდები, აღნიშნულია ცოცხალი ფუნქციონირებადი ქსოვილებისა და ორგანოების კონსტრუირებისა და გამოყვანის უპირატესობა ინერტული მასალის იმპლატანტებთან შედარებით. განხილულია უკანასკნელი წლების სიახლეები უჯრედულ და ქსოვილოვან ინჟინერიაში, ადამიანის ორგანოთა რეკონსტრუქციის მიღწევები და შესაძლო პერსპექტივები. ნაშრომში საუბარია ემბრიონალურ და არაემბრიონალურ ღეროვან უჯრედებზე, ზრდასრული ინდივიდების უჯრედების პერეპროგრამირებაზე, რომლებსაც შეუძლიათ დიფერენცირდეს ადამიანის სხეულის ყველა ტიპის უჯრედად. ნაშრომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქსოვილოვანი ინჟინერია ერთ-ერთი მთავარი ადგილს იკავებს თანამედროვე მეცნიერულ ტენდენციათა შორის. ორგანოთა რეკონსტრუქციის საკითხების გადაჭრა შესაძლებლობას იძლევა მრავალი პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობისათვის.

შოთა ჯინჯოლია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება