ჩამოტვირთვა

სახელმწიფო პოლიტიკის როლი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში

მას შემდეგ, რაც ტურიზმმა მასობრივი ხასიათი მიიღო და ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, ის ადამიანთა უმრავლესობის, ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ამიტომ ტურიზმის შესწავლას უდავოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ანალიზმა აჩვენა, რომ ტურიზმის გამართული ფუნქციონირების უმთარეს მექანიზმს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და, შესაბამისი რეგულაციები წარმოადგენს. ტურიზმის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ხელს უწყობს დარგის სრულყოფილ განვითარებას. სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი კომპონენტი ტურიზმის დარგის სამართლებრივ-ეკონომიკური საკანონმდებლო რეგულირებაა. ის წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედს, რომელზეც აიგება სახელმწიფოებრივი მიდგომა ტურიზმის განვითარების მიმართ. ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკა ნიშნავს ქვეყნის მზაობას - გამოაცხადოს ტურიზმის დარგი პრიორიტეტულ მიმართულებად და ხელი შეუწყოს მას, როგორც ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

მაია დიაკონიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება