ჩამოტვირთვა

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ზეგავლენა გარემოზე

სტატიაში საუბარია ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ენერგეტიკის განვითარების საქმეში და მათი ზეგავლენის თაობაზე გარემოზე. ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ენერგეტიკული წყაროები, ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე სუფთა წყაროებია, ისინი სპეციფკურ ზეგავლენას მაინც ახდენენ გარემოზე. სტატიში აღნიშნულია, რომ ამ თვალსაზრისითგანსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მზისა და ქარის ენერგეტიკული დანადგარები. დღეისათვის ასევე დიდია ინტერესი ზღვებისა და ოკეანეების მოქცევისა და ტალღების ენერგიათა გამოყენებაზე, გეოთერმალური წყლების ათვისებაზე, ტემპერატურულ გრადიენტული მეთოდით ელექტრული ენერგიის მიღებაზე. აღსანიშნავია, რომ მზის ენერგეტიკის ყოველწლიური ნაზრდი მზის ენერგეტიკულ ბაზარზე, ექსპერტთა აზრით, დაახლოებით 30-35%-ს უტოლდება. არანაკლები წარმატებით ვითარდება ქარის ენერგეტიკა. სტატიაში მოკლედ არის აღწერილი აღნიშნული ალტერნატიული წყაროების ძლიერი და სუსტი მხარეები და და გაცემულია პასუხი კითხვაზე, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამ წყაროების მასობრივმა ათვისებამ გარემოს.

ომარ ზივზივაძე, ლალი ზივზივაძე, ანა ზივზივაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება