ჩამოტვირთვა

ლევან გოკიელის ცხოვრებისა და მეცნიერული მოღვაწეობის შესახებ

სტატია შეეხება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოს-ფილოსოფოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან გოკიელის ცხოვრებასა და მეცნიერულ მოღვაწეობას, გაანალიზებულია მისი წვლილი მათემატიკური ლოგიკისა და ფილოსოფიის, კერძოდ, მათემატიკის დაფუძნების საკითხების კვლევაში, ასევე, სიმრავლეთა თეორიის წინააღმდეგობების შესწავლაში, ხაზგასმულია მეცნიერის დამსახურება ფუძემდებელ ცნებათა ლოგიკურ ანალიზში. ამ მიმართულებით კვლევებს მეცნიერმა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია მიუძღვნა, მათემატიკურ ანალიზში მისმა სახელმძღვანელოებმა კი უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მათემატიკოსების მსოფლმხედველობის ფორმირება-ჩამოყალიბებაზე საქართველოში.

გიორგი ჭოღოშვილი, ომარ ძაგნიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება