ჩამოტვირთვა

გენეტიკური ალგორითმი IMRT მრავალი ცვლადის ოპტიმიზაციის ამოცანის ამოხსნისათვის

ნაშრომში ნაჩვენებია გენეტიკური ალგორითმების უპირატესობა მრავალი ცვლადის ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტისას. მაგალითად მოყვანილია თავ-კისრის არეში არსებული სიმსივნური ქსოვილების დასხივების ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის ამოცანა. კერძოდ, სხივური თერაპიის IMRT მეთოდისთვის ირადიაციის კუთხეთა შერჩევა. იმის გათვალისწინებით, რომ საოპტიმიზაციო არე საკმაოდ დიდია და შემზღუდველი პარამეტრების რაოდენობა ზრდადია სიმსივნური და ჯანსაღი ქსოვილების ურთიერთგანლაგების მიხედვით, ცხადია აუცილებელია სწრაფი და მოქნილი ალგორითმის შემუშავება. ტრადიციული დეტერმინისტული ალგორითმები გამოირჩევიან მიღებული შედეგების ხარისხით, თუმცა ოპტიმიზაციის დიდი დრო ხშირად მათ კლინიკურად გამოუსადეგარს ხდის. სტატიაში განხილული მაგალითი ნათლად აჩვენებს სტოქასტური ალგორითმების, კერძოდ გენეტიკური ალგორითმის უპირატესობას, როგორც ოპტიმიზაციისთვის საჭირო დროის ისე მოსალოდნელი დასხივების ეფექტურობის მიხედვით.

ნიკა თოფურია, ომარ კიკვიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება