ჩამოტვირთვა

ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები

ბოლო წლებში სხვადასხვა დაავადების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით აღინიშნება ონკოლოგიურ დაავადებათა მკეთრად მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების დიდი პროცენტული მაჩვენებელი. ლიმფური სისტემის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის დაცვა ინფექციებისგან. მთავარ ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს სისხლის უჯრედი ლიმფოციტი, რომლის ფუნქციას და რაოდენობრივ გამრავლებას ორგანიზმი არეგულირებს, სხვადასხვა მიზეზთა გამო ზოგჯერ მიმდინარეობს ლიმფოციტების უკონტროლო გამრავლება რაც იწვევს ლიმფური სისტემის სიმსივნეების განვითარებას. აღინიშნება ხოჩკინის ლიმფომა და არახოჩკინის ლიმფომა, რომლებიც ვითარდება თითქმის ყველა ასაკში ამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებით. აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ბოლო წლებში დადასტურებულია ავთვისებიანი ლიმფომის 70-ზე მეტი შემთხვევა, პაციენტებს ჩაუტარდათ სრულყოფილი გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა ევექსის ონკოლოგიურ ცენტრში. კვლევისა და მკურნალობის მეთოდების სრულყოფილი და თავისდროული ჩატარება ავადმყოფობის სტაბილიზაციის და გამოჯანმრთელების საშუალებას წარმოადგენს.

გუგული ჩხობაძე, ნათია არაბიძე, ბერდია ბერძენიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება