ჩამოტვირთვა

საქართველოს მოსახლეობის მოკვდაობის ტენდენციები (2000 – 2017)

კვლევის მიზანი არის საქართველოს მოსახლეობის სიკვდილიანობის ტენდენ–ციის შესწავლა, გარდაცვალების და ავადობის მიზეზებთან კავშირში – სახელმწიფო სტატისტიკის, ასევე სხვადასხვა ავტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემთა შედარებითი ანალიზის საფუძველზე. მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა, შეადგენს 3,7 მილიონს, რაც 1,7%–ით ნაკლებია 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით.ამასთან, საქართველოს 6 რეგიონში მოკვდაობა აღემატება დაბადებას. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში შრომისუნარიანი მოსახლეობის პროცენტული წილი შემცირებულია და ხანდაზმული ადამიანების პროპორცია არის გაზრდილი. დაბალია მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა. გენდერული სხვაობა კი შეადგენს 9–10 წელს (ევროკავშირში–6 წელი). სიკვდილის მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა კარდიოვასკულარული დაავადებები (46 %). პრობლემურია დედათა და ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტები.მიუხედავად შემცირების ტენდენციისა, ეს მაჩვენებლები 5–6–ჯერ აღემატება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს. ამრიგად, სტატისტიკური და შეფასებითი მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მოსახლეობის მოკვდაობის მზარდი ტრენდი წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას.იგი მოითხოვს ძალისხმევის გადაუდებელ კონცენტრაციას და სიკვდილობის მიზეზების ღრმა ანალიზის საფუძველზე შესაბამისი კომპლექსური ზომების მიღებას.

გულნარა შელია, ალექსანდრე ჩავჩიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება