ჩამოტვირთვა

ანტიკურობა და შექსპირი - ურთიერმიმართება (თეორიები)

კლასიკურმა ტექსტებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს უილიამ შექსპირის ნარატივის ხასიათი და კომპოზიცია. კლასიკურ ტექსტებთან შექსპირის ნაწარმოებთა შედარების საფუძველზე, თანამედროვე კვლევების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ავტორი კარგად იცნობს კლასიკურ ლიტერატურას, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა რენესანსის ეპოქა; ის კარგად იყენებს საკუთარ ფონურ ცოდნას, ახდენს არსებული მასალის საინტერესო ინტერპრეტაციას; მისი გამოხატვის ფორმები სულ იცვლება, ეხმიანება მის თანამედროვე ავტორებს, წაკითხვის ახალ მეთოდებს, სხვადასხვა ზოგად და თეორიულ მოცემულობას. ზოგან შექსპირის მეტნაკლებად ექსპლიციტური ციტირებები ძველბერძნული ტექსტებიდან, უბრალოდ, ავტორის ენობრივი სპეციფიკის ნაწილად შეიძლება ჩავთვალოთ, ზოგ ადგილას კი, ის მიზანმიმართულად ახდენს მათ ხაზგასმას, რომ კონკრეტულ საკითზე ყურადღება გაამახვილოს. კლასიკური ალუზიები შექსპირს ეხმარება, უფრო აქტუალური და თანამედროვე იყოს, ვიდრე რენესანსის პერიოდის ნებისმიერი სხვა ავტორი.

ნათია პერტაია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება