ჩამოტვირთვა

ერთი ქართული ხელნაწერის ისტორია

სტატიაში გაანალიზებულია პროფ. პ. ჯაჯანიძის მიერ მიკვლეული მნიშვნელოვანი ხელნაწერი - გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის „სწავლანი“ ანუ „ოქროჲს წყაროჲს“ ახალი ნუსხა, გადაწერილი მე–18 საუკუნეში. ხელნაწერი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. ამ ხელნაწერის გარდა ცნობილია თბილისის მუზეუმში დაცული „ოქროჲს წყაროჲს“ სამი ნუსხა. პროფ. პ. ჯაჯანიძეს მიაჩნია, რომ ეს ხელნაწერი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაბრიელის „ოქროჲს წყაროჲს“ პირველი და ძირითადი წიგნია. ხელნაწერი 180 ფურცელია. ხელნაწერი განხილულია ორთოგრაფიულ– ფონეტიკური და გრამატიკულ–ლექსიკური თვალსაზრისით. ნუსხების ტექსტები სულ ერთნაირია. განსხვავებას ქმნის ხელნაწერთა გაფორმება, სხვადასხვა სახის მინაწერი, თუ მხატვრობა ან კიდევ ხელნაწერთა გრაფიკა, მაგრამ მათ ძირითადი ტექსტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან საინტერესოა ეს ხელნაწერი ლექსიკითაც. ამ ხელნაწერმა თავისი მნიშვნელობით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული კულტურის წერილობით ძეგლთა შორის

მარინა ქაცარავა

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება