ჩამოტვირთვა

ციტრუსოვანთა კულტივირების შედარებით მკაცრ პირობებში მანდარინ ადრეულას რგვის სიხშირის გავლენა მოსავლიანობაზე

ადრემწიფადობით, მოსავლიანობით, ნაყოფების ხარისხით, ყინვაგამძლეობით ერთ– ერთ პერსპექტიულ ჯიშს წარმოადგენს მანდარინი ადრეულა. აქტუალურად მიგვაჩნია ამ ჯიშისადმი მეტი ყურადღების მიქცევა, კერძოდ, მისი საწარმოო ფართობების არსებითი გაზრდა და მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიის სრულყოფა. ამ მიზნით ციტრუსოვანთა მოვლა–მოყვანის შედარებით მკაცრ პირობებში შესწავლილ იქნა ჯიშის მცენარეების რგვის სიხშირის გავლენა მოსავლის რაოდენობაზე. სენაკის რაიონის სოფ. ნოსირში 2013–2017 წლებში გამოცდილ იქნა რგვის სიხშირის 4 ვარიანტი. მცენარეთა ბიომეტრიული მაჩვენებლების, ნაყოფების სასარგებლო გამონასკვის, მომწიფების ვადების, მოსავლიანობის, ნაყოფების ხარისხიანობისა და ეკონომიკური ეფექტურობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ციტრუსოვანთა კულტივირების შედარებით მკაცრ პირობებში მანდარინ ადრეულას პლანტაციის გაშენების ყველაზე ოპტიმალურ კვების არეს წარმოადგენს
3 x 2 (1666 მცენარე ჰა–ზე) და 3 x 2.5 (1333 მცენარე ჰა–ზე) მეტრი.

ვახტანგ ქობალია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება