ჩამოტვირთვა

გიორგი და ჰელენ პაპაშვილების რომანი - „შინისაკენ, კვლავ შინისაკენ“

სტატიაში განხილულია ქართველი ემიგრანტი მწერლის გიორგი პაპაშვილის შემოქმედება. კერძოდ, რომანი სახელწოდებით „შინისაკენ, კვლავ შინისაკენ“. საბჭოთა საქართველოდან წასული მწერლის ავტობიოგრაფია მრავალფეროვანია და ამას ხსენებული ნაწარმოებიც ცხადჰყოფს. არცთუ იოლად გასავლელი გზა ქართველმა ემიგრანტმა წარმატებით განვლო. მან შეძლო ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა მისთვის უცხო მიწაზე, ამერიკაში. ქვეყანაში, რომელმაც მას დიდი ოცნებები და შესაძლებლობები უბოძა. გიორგი პაპაშვილმა შეძლო თავისი ნანატრი ოცნებების ხორცშესხმა სწორედ აქ, ამ მიწაზე. მწერალმა თავისი ნიჭითა და პატიოსანი შრომით სახელი და დიდება მოიხვეჭა. სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა და ორმოცი წლის შემდეგ, ქართველი ემიგრანტი მშობლიურ მიწას დააბრუნა. ნაწარმოები მიწა-წყალთან შეხვედრით გამოწვეულ შთაბეჭდილებას გვაზიარებს, რომელმაც არა მხოლოდ მწერალი, მკითხველიც კი აღაფრთოვანა და სამუდამოდ დააკავშირა მშობლიურ ფესვებს

მონიკა ჯიჭონაია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება