ჩამოტვირთვა

დაუსწრებელი წარმოება საზღვარგარეთის ქვეყნებში

საქართველოს სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა უშუალო კავშირშია ხელისუფლების დემოკრატიულ ორგანიზაციასთან და დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვასთან. ამ პრინციპებსა და ღირებულებებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დინამიური პროცესი უნდა დაეფუძნოს. დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიული ორგანიზაციის საკითხი, სამართლებრივი და პრაქტიკულპოლიტიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული და ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა საქართველოში დღეს მიმდინარე გლობალური გარდაქმნებისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ვითარებაში. სადღეისოდ განსაკუთრებით აქტუალურად მიმაჩნია ადამიანის მატერიალური უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის სრულყოფა, რომელიც მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს. საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმა სამართლის ყველა დარგს შეეხო. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივ დოქტრინაში არსებულ ფუნდამენტურ ცვლილებებს. გაბატონებული ადგილი დაიკავა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებმა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი ნაკლებად არის დამუშავებული. თემის აქტუალობა თავად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან მომდინარეობს, რამდენადაც მართლმსაჯულების ამ აქტით უმოკლეს ვადაში ხდება მისი აღსრულება. ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ანალიზი და ამ ანალიზის საფუძველზე გარკვეული რეკომენდაციების წარმოდგენა მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების არსებობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე საინტერესოა როგორია დაუსწრებელი წარმოება საზღვარგარეთის ქვეყნებში.

ფრიდონ ბასილაია

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება