ჩამოტვირთვა

ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეები. კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

სასუნთქი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები რთულ და სერიოზულ სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. განვითარებულ ქვეყნებში ფილტვის კიბო განსაკუთრებით საშიშ პათოლოგიას წარმოადგენს და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. საერთაშორისო მონაცემებით ყოველწლიურად აღინიშნება ფილტვის კიბოს თითქმის ერთი მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო ონკოლოგიური ავადმყოფობით გარდაცვალების 60%-ს ფილტვის კიბო წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით მამაკაცები ავადდებიან განსაკუთრებით ხშირად, ვიდრე ქალები. დღეისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლინების და დროული შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის განათლება ფილტვის კიბოს ადრეული კლინიკური ნიშნების შეფასებისთვის და მიზანმიმართული კვლევების ჩატარებისათვის. ფილტვის კიბოს პროგნოზი დამოკიდებულია კიბოს მორფოლოგიური ფორმის, ზომის, მდებარეობის, პაციენტის ასაკის, თანმხლები ავადმყოფობის მდგომარეობაზე. ფილტვის კიბოს მკურნალობა დღეისათვის ხდება ოპერაციული, ქიმიოთერაპიული, სხივური, ჰორმონოთერაპიული მეთოდებით.

გუგული ჩხობაძე, ნათია არაბიძე, ბერდია ბერძენიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება