ჩამოტვირთვა

ულტრაბგერით კვლევის მეთოდით განსაზღვრული ზუსტი გესტაციური ვადა და მისი მნიშვნელობა მეანობაში

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ულტრასონოგრაფიის მეთოდით გესტაციის/ მშობიარობის ზუსტი ვადის დადგენა, რაც განისაზღვრებოდა ანტენატალური პერიოდის და შემდგომი მშობიარობის სწორ მართვას. კლინიკური დაკვირვება წარმოებდა 197 ქალის ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობაზე. გესტაციის/მშობიარობის ვადის დასადგენად გამოვიყენეთ ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის 7კვ - 13კვ 6 დღემდე და მენსრუალური ციკლის თარიღით. კვლევის შედეგებმა ცხადყო ულტრასონოგრაფიის მეთოდით განსაზღვრული გესტაციის/მშობიარობის ვადა 7-10 კვირაზე თხემ-კუდუსუნის სიგრძის მიხედვით (CRL) და ფორმულის გამოყენებით, როცა CRL<25მმ, არის ყველაზე ზუსტი. შედეგზე მიუთითებს ამ ჯგუფში ვადაგადაცილებული, გესტაციური ასაკისათვის მცირე მასის მქონე ახალშობილის და ორსულობის 39 კვირის ვადამდე გეგმიური საკეისრო კვეთით ახალშობილი დაბადების არ არსებობა. ამგვარად, ორსულობის/მშობიარობის ვადის განსაზღვრა დიდი სიზუსტით, ტექნიკურად მარტივად, მინიმალური დანახარჯებით არის მისაღწევი ულტრასონოგრაფიის მეთოდით ორსულობის 7-10 კვირაზე თხემ-კუდუსუნის (CRL) სიგრძის მიხედვით და ფორმულის გამოყენებით (CRL<25მმ).

მაია ბეშკენაძე-ჩაკვეტაძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება