ჩამოტვირთვა

იმერეთის ციხესიმაგრეების როლი ტურიზმის განვითარებაში

საქართველოს ტურისტული პოტენციალის განხილვისას ძირითადი ყურადღება ჩვენი ქვეყნის თვალწარმტაც ბუნებას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ექცევა, რომელთაც შეუძლიათ ვიზიტორთა ტურისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის: სამუშაო ადგილების შექმნა, უცხოური ვალუტის მოზიდვა და სხვა; ასევე ადგილობრივი ტურისტების დაინტერესება - ესტუმრონ, გაიცნონ და გაიაზრონ საკუთარი ქვეყნის წარსული. ნაშრომის ძირითადი მიზანია საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, კერძოდ, იმერეთის რეგიონში არსებული იმ ციხესიმაგრეების სრულფასოვნად წარმოდგენა, რომლებიც ნაკლებადაა გამოყენებული როგორც ტურისტული ობიექტი. ნაშრომში წარმოდგენილია იმერეთის რეგიონში არსებული 17 ძირითადი ციხესიმაგრე მათი ისტრიული წარსულით და იმ დროის საფორთიფიკაციო ტექნიკის მიღწევების გათვალისწინებით. დასკვნით ნაწილში კი წარმოდგენილია რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება არსებული ტურისტული რესურსების გამოყენება.

სერგო ცაგარეიშვილი, აკაკი ნასყიდაშვილი, მანანა კობახიძე

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება