ჩამოტვირთვა

ზოგიერთი საკითხი აჭარის წითელმიწა ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების შესახებ

უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები წლებია ახორციელებენ აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ნიადაგური საფარის აგროქიმიურ გამოკვლევებს, წინამდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ციტრუსოვანთა კულტურებით გაშენებულ წითელმიწა ნიადაგის აგროქიმიურ დახასიათებასა და ნაყოფიერების ამაღლების გზებზე. ნიმუშები აღებულია ქობულეთისა და ხელვაჩაურის ოთხ სოფელში ცალკეული ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთებზე, რომელშიც ჩატარდა აგროქიმიური კვლევები, ანალიზის მონაცემთა ბაზის მიხედვით გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ყველა ნაკვეთის ნიადაგი საშუალო რაოდენობით შეიცავს ჰუმუსს, და მის შესაბამისად აზოტს მცირე რაოდენობით, შესათვისებელი ფოსფორისა და კალიუმის რაოდენობა საშუალოა, არეს რეაქცია მჟავეა. ე.ი. ნიადაგები მოითხოვს ნაყოფიერების ამაღლებას: მოკირიანება, კალიუმიანი, ფოსფორიანი, აზოტიანი და ორგანული სასუქების შეტანას.

ნუნუ კუტალაძე, ზურაბ მიქელაძე, თამარ გოგოლიშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება