ჩამოტვირთვა

ლიზინის გარდაქმნა ბუნებრივი სპირტული დუღილისა და ღვინის შამპანიზაციის დროს

შესწავლილია 1 14C და 2 14C - ლიზინის გარდაქმნის ძირითადი პროდუქტები ყურძნის წვენის ალკოჰოლური დუღილისა და ღვინის შამპანიზაციის დროს საფუარსა და ღვინოში. დადგენილია, რომ ეგზოგენური ლიზინის ნახშირბადოვანი ჩონჩხი რთულ გარდაქმნებს განიცდის და მონაწილეობას იღებს საფუვრის ცილებისა და თავისუფალ ამინომჟავათა სინთეზში. ლიზინის ნახშირბადატომები ერთვებიან საფუვრის ნორმალური ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილ ღვინის ორგანულ მჟავებისა და ამინომჟავების სინთეზში. 1 14C - და 2 14C - ლიზინის ბიოტრანსფორმაციას ალკოჰოლური დუღილის პროცესებში თან სდევს რადიაქტიური ნახშირორჟანგის გამოყოფა.

ვარლამ აპლაკოვი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება