ჩამოტვირთვა

ჩინური ცვილისებრი ცრუფარიანას (Ceroplastessinensis Del-Guer) უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სამეგრელოში

ნაშრომში მოცემულია ციტრუსების მავნებელი ჩინური ცვილისებრი ცრუფარიანას გავრცელება და მისი უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა. ცრუფარიანა ხასიათდება დიდი ნაყოფიერებით. ციხისძირის მეურნეობაში ცრუფარიანას კვერცხის პროდუქციის აღრიცხვისას დადგენილი იყო მინიმუმ 398 და მაქსიმუმ 1500 კვერცხი. დ. გიორგობიანი და ვ. იაშნოსის მიხედვით კი ჩინური ცვილისებრი ცრუფარიანა სქესობრივი პროდუქცია 135–4097 კვერცხის ფარგლებს შორის მერყეობს. ცრუფარიანას მავნე მოქმედების შედეგად მცენარეები სუსტდებიან, აჩერებენ ვეგეტაციასა და ნაყოფების ზრდას. გარდა იმისა, რომ წუწნით აზიანებს მცენარეს, მათ მიერ გამოყოფილ ექსკრემანტებზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმი, რომელიც ხელს უშლის ასიმილაციის პროცესს. შესწავლილი იქნა ცრუფარიანას დაზიანების შემდეგ მცენარეში ბიოქიმიური პროცესები ნახშირწყლების შემცველობა, საერთო აზოტი, ცილოვანი აზოტი, ხსნადი პენქტინი და ეთერზეთები.

ნუნუ ჩაჩხიანი–ანასაშვილი

კონტრასტიკონტრასტი
გაზრდაგაზრდა
შემცირებაშემცირება